22/08/2024
18:38
სამართალი
ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის ცნობით, საკონსტიტუციოს სასამართლოში, გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვისას სასამართლოს წინაშე მეგობრის სტატუსით წარდგება.
იოსელიანის ცნობით, "სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ეხმიანება აბსოლუტურად ყველა სარჩელს", რომელიც პროცესზე იქნება წარმოდგენილი.
"ამ ეტაპზე, რაც ნამდვილად გადაწყვეტილი გვაქვს არის ის, რომ ჩვენ წარვადგენთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაც, რომელიც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო დაეხმარება სასამართლოს იმაში, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ეხმიანება აბსოლუტურად ყველა სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი, ეს არ არის რომელიმეს სასარგებლოდ, ეს არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შექმნილი დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და უიოლებს მას სამართლებრივი არგუმენტაციის მოძიებას და დასაბუთებას". - თქვა იოსელიანმა.
არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიების განხილვა 29 აგვისტოდან დაიწყება.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024