23/11/2023
13:06
კონფლიქტები
ჩრდილოეთ ოსეთში ბროკერები, რომლებიც საქონლის ტრანსპორტირების გაფორმებას ნიჟნი ზარამაგის საგუშაგოზე ახორციელებენ, გაიფიცნენ. „სამხრეთ ოსეთი წამლებისა და საკვების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა“, - იუწყება გამოცემა Sapa.
გასული ღამით, სოციალურ ქსელებში, ოკუპირეწბული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბიზნესმენებმა ერთ-ერთი რუსი ბროკერის შეტყობინება გაავრცელეს: „23 ნოემბრიდან 15 დღით ვაჩერებთ სამხრეთ ოსეთში გაფორმებას ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციული ზეწოლის გათავლისწინებით, ცხინვალში გაგზავნილ ტვირთთან დაკავშირებით“.
ბროკერები ელიან, რომ სამხრეთ ოსეთი მიიღებს ზომებს რუსეთის მიერ ოქტომბრიდან შემოღებული საბაჟო გადასახადების გასაუქმებლად. ისინი მზად არიან სამუშაოდ დაბრუნდნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დე ფაქტო საზღვარზე ყველა ტვირთის სავალდებულო შემოწმება გაუქმდება.
0
0