20/07/2024
20:24
კონფლიქტები
საოკუპაციო რეჟიმმა რამაზ ბეღელურს 8-თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
კაცი, რომელსაც ოკუპანტებმა სამი თვის წინ, აღდგომას, იმ დროს დააკავეს, როცა ძმის საფლავს ასუფთავებდა. ოჯახთან კავშირზეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს ტყვეობაში მყოფი კაცის გასათავისუფლებლად.
ვითარებას ართულებს ის, რომ უკანონო პატიმარს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. ბეღელური წარსულში რამდენჯერმეა გატაცებული და ერთ-ერთი შემთხვევის დროს, ფორმიანების მხრიდან წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლიც გახდა.
ბეღელური ყოველ დღე იღებს წამლებს.
"ავად არის, ყოველდღიური წამლების ქვეშაა, წამლები რომ არ დალიოს კრუნჩხვებში ჩავარდება და რეანიმაციაში ხვდება. "ვივა მედის" კლინიკაში იმედს არც მეუბნებოდნენ ექიმები თუ გამოვიდოდა მდგომარეობიდან, ცუდად გახდა, თხილს ჭამდა და ფილტვში გადაუვიდა კრუნჩხვა რომ დაემართა. ასეთი მძიმე ავადმყოფია. შეტევა რომ ემართება, კრუნჩხვა რომ ემართება, ეს ტვინიდან მოდის ყველაფერი და მერე გონება ერევა", - ყვება ოჯახის წევრი.
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ამ დრომდე საქართველოს 8 მოქალაქე რჩება.
0
0