13/03/2023
12:39
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ სასწავლო ღონისძიებები მიმდინარეობს. „წვრთნაში“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ.
წვრთნები ტარდება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას სახელით, რომელსაც ხელმძღვანელობენ ზემოაღნიშნული დეფაქტო უწყებების ხელმძღვანელები - დიმიტრი დბარი, რობერტ კიუტი და ვალტერ ბუტბა.
აფხაზეთის მოსახლეობას სთხოვეს, პანიკას და ცრუ ჭორებს არ აყვნენ.
მანამდე აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ შეხვედრა გამართა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარესთან და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელთან და დაავალა, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უშიშროების ძალების პერსონალის გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა.
0
0