31/10/2023
13:47
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთების იდეა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში განიხილება.
საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის გაფართოებული სხდომა 1 ნოემბერს გაიმართება, იტყობინება Nuzhnaya Gazeta. შეხვედრის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხია „აფხაზეთის რესპუბლიკის პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის გაერთიანებებში მონაწილეობის საკითხის განხილვა, კერძოდ, აფხაზეთის მზადყოფნა, გაწევრიანდეს სამოკავშირო სახელმწიფოში“. სხვა დეტალები არ გავრცელებულა.
აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ, ჯერ კიდევ, 2021 წელს განაცხადა, რომ აფხაზეთმა უნდა „გაიზიაროს თავისი სუვერენიტეტის ნაწილი“. 2022 წლის აგვისტოში მან განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის, შეუერთდეს რუსეთის, ბელორუსის და სხვა ქვეყნების საკავშირო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება შეიქმნას უკრაინის ომის შემდეგ. "ინტეგრაციულ პროცესებს" მხარს უჭერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ინალ არძინბაც.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024