18/09/2023
11:31
კონფლიქტები
სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება. TASS-ის ცნობით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ ყაზახეთში ტურისტულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„2025 წელს იგეგმება აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა. დარწმუნებული ვარ, ეს გაზრდის ჩვენი სტუმრებს შესაძლებლობებს, გაფართოვდება ტურისტების გეოგრაფია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი დღეს დინამიკურად ვითარდება“, - განაცხადა ხიშბამ.
მან იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მოხდება ყველა ქვეყანასთან, რომელიც „აფხაზეთის ღირებულებებს პატივს სცემს“.
„ჩვენ ამჟამად საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბელარუსის რესპუბლიკასთან, გვაქვს უბაჟო ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით თანამშრომლობას ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან“ - განაცხადა მან.
მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია პირობას დებდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენა 2024 წელს მოხდებოდა.
0
0