09/02/2024
12:29
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაძლოა, შეთანხმება დადოს რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალურ სამსახურთან (როსგარდი). შეთანხმების პროექტი აფხაზურმა გაზეთმა „ნუჟნაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა.
დოკუმენტის მე-2 მუხლში, კერძოდ, ნათქვამია: „მხარეები თანამშრომლობენ შემდეგ სფეროებში: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; სახელმწიფო კონტროლი იარაღით ვაჭრობის სფეროში და კერძო უსაფრთხოების სფეროში და ხშირი დეტექტიური საქმიანობა; ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების დაცვა; დანაშაულთან ბრძოლის მიზნით უსაფრთხოების მხარდაჭერის ღონისძიებების უზრუნველყოფა; სპორტული და კულტურული კავშირების განვითარება“.
აფხაზეთის „ხელისუფლება“ ამ ინფორმაციაზე, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის, სოხუმის და ცხინვალის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ანტიტერორისტულ წვრთნებს რიწის ტბაზე 10 თებერვალს ჩაატარებენ. ამის შესახებ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა განაცხადა. მისი თქმით, წვრთნების დროს იგეგმება ტერორისტული ჯგუფის გარღვევის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკა.
0
0