24/06/2024
12:32
კონფლიქტები
რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარზე სროლაში და მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამის შესახებ ე.წ. პროკურატურა იუწყება.
„ოპერატიული სამუშაოები მიმდინარეობს. არიან პირები, რომლებიც საზღვარზე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით უწყებაში მოიყვანეს. როგორც ცნობილია, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ისინი იკითხებიან და დგინდება მათი მონაწილეობა დანაშაულში“ - განუცხადა TASS-ს წყარომ.
ე.წ. შსს-ს ხელმძღვანელის რობერტ კიუტის განცხადებით, დაკავებულია ოთხი პირი, მათგან სამი აფხაზეთში, ერთი რუსეთში.
მანამდე, ე.წ „აფხაზეთის უშიშროების საბჭოს“ მდივანმა სერგეი შამბამ რუსულ მედიას განუცხადა, რომ „აფხაზეთის საბაჟო პუნქტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის ორივე მიმართულებით საავტომობილო ტრანსპორტის შეფერხება არ არის“.
როგორც უკვე ცნობილია, ავტომატური სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. დაჭრილებს შორის ერთი ბავშვია.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024