28/11/2023
13:00
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ტერიტორიებზე“ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ განაცხადა. მიზეზი 28-დან 30 ნოემბრის ჩათვლით რუსეთში, „სირიუსის“ სამეცნიერო და ხელოვნების პარკში ახალგაზრდა მეცნიერთა III კონგრესის გამართვაა.
გარდა ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან საგზაო პოლიციის პუნქტი „ხოლოდნაია რეჩკა“ გაიხსნა.
„სირიუსი“ - არის ქალაქური ტიპის დასახლება კრასნოდარის მხარეში, რუსეთის პირველი ფედერალური ტერიტორია. მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ ახალგაზრდა მეცნიერთა კონგრესზე გამოვა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024