28/02/2023
15:54
კონფლიქტები
ოკუპირებული სოხუმი და მინსკი შეთანხმდნენ ბელარუსისთვის აფხაზური ღვინოების მიწოდებაზე. მხარეები განიხილავენ ერთობლივ პროექტებს, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. ამის შესახებ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.
„ჩვენი ბიზნეს სუბიექტები უკვე აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებებს და კონტრაქტებს ბელარუსის რესპუბლიკაში აფხაზური ღვინის მიწოდების თაობაზე. განიხილება აგრეთვე სხვა სასაქონლო პროდუქცია, რომელიც იწარმოება აფხაზეთში. მეორე მხრივ, ბელარუსული საქონელი, ეს არის რძის პროდუქტები და ყველაზე ფართო სპექტრის სხვა სასაქონლო პროდუქცია, რომელიც მიეწოდება აფხაზეთის რესპუბლიკას“, - განაცხადა არძინბამ ტელეკომპანია „რუსეთი 24“-ის ეთერში მოლაპარაკებების შედეგებზე კომენტირებისას.
მან დასძინა, რომ სოხუმი და მინსკი განიხილავენ ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას ტურიზმის სფეროში.
გასულ კვირას ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მინსკში ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.
0
0