28/05/2024
16:23
კონფლიქტები
დროებით ოკუპირებული გალის ე.წ. სასამართლომ ე.წ. პოლიციელებს, ალბერტ ზარაკუასა და ვიანორ აბშილავას 50 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ორივე "სამართალდამცველი" საქართველოს მოქალაქის, ვიტალი (თემურ) კარბაიას გარდაცვალების საქმეზე იყო ბრალდებულით, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის "სასამართლოს" გადაწყვეტილებით, მათ პატიმრობისგან თავის დაღწევა შეძლეს.
ზარაკუასა და აბშილავას ბრალად ედებოდათ დაკავებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტება, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, თუმცა "სასამართლომ" ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებებში გაამართლა და საქმე დაუდევრობის მუხლით გადააკვალიფიცირა.
კარბაია 2023 წლის 9 დეკემბერს, ოკუპირებულ გალში ჩხრეკის მიზნით გააჩერეს და სასტიკად სცემეს. მოგვიანებით ის ე.წ. მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა. მიყენებული დაზიანებების გამო, კარბაია საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024