09/11/2023
11:21
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში 8 ნოემბერს საღამოს ე.წ. უშიშროების ძალები შეიარაღებულ პირებს ეძებდნენ. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დეფაქტო ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა მედიას განუცხადა, რომ სოხუმთან ყველა მისასვლელი გადაკეტილია. ინოფორმაცია კერძოდ, აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრმა და სააგენტო Apsnypress-მა გაავრცელეს.
„გულრიფშის რაიონის სოფელ აზანტასთან ადგილობრივმა მონადირეებმა დაინახეს შვიდი შეიარაღებული პირი ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნის გარეშე. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ უცხოური იარაღით, სავარაუდოდ M-4 ავტომატებით, შავი ფორმებით, ნიღბებით, ჩაფხუტებით და კარგად აღჭურვილი. ამ ადამიანებს ასევე ჰყავდათ კოპტერი, რომელიც აფრინდა ტერიტორიის თავზე“, - განუცხადა კიუტმა „რია ნოვოსტის“.
თავდაპირველად, ტელეგრამ-არხი „Soloviev LIVE“ წერდა „საქართველოდან დივერსიული ჯგუფის შემოსვლაზე“. „მიზანი არის ტერაქტის განხორციელება სოხუმის აეროპორტის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. მოგვიანებით პუბლიკაცია წაიშალა.
აფხაზური წყაროებიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე თბილისს კომენტარი არ გაუკეთებია.
მოგვიანებით, მედიამ ოკუპირებული აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროზე“ დაყრდნობით დაწერა, რომ „ინფორმაცია დივერსანტების შეღწევის შესახებ გადამოწმდა და არ დადასტურდა“.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024