17/02/2024
14:50
კონფლიქტები
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში თურქული თევსაჭერი გემის სამი მეთევზე დაიღუპა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
გარდაცვლილების ცხედრები გაგრის საავადმყოფოს მორგშია მოთავსებული.
კიდევ ოთხი ადამიანი კი 16 თებერვალს გაგრის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მოწამვლის სიმპტომებით შეიყვანეს. სამი მათგანი ჟანგბადზეა მიერთებული, ერთს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდება. ექიმების შეფასებით, ყველა მათგანის მგდომარეობა მძიმეა.
ბიჭვინთის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დაუთ ვარდანიას განცხადებით, გემი კურორტ ბიჭვინთის სანაპიროსთან გაჩერდა და მეთევზეებმა გემიდან თვითნაკეთი საკაცეებით უგონო მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი გადმოიყვანეს.
„რთული იყო იმის გაგება, რა დაემართათ მათ, რუსულად არ საუბრობდნენ. ვივარაუდეთ, რომ მომწავლელი გაზით მოიწამლნენ, რომელსაც თევზი გამოყოფს“, - განაცხადა ვარდანიამ.
0
0