27/06/2023
17:04
კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა და მოქალაქეთა ორგანიზაცია „აიაარა“ დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის, „მთავრობისა“ და „პრეზიდენტის“ მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ უნდობლობის საკითხზე.
საინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“ ცნობით, ორგანიზაციის წევრები "რეფერენდუმის" ჩასატარებლად საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მოთხოვნით „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ მიმართავენ.
ოკუპირებული აფხაზეთის „კანონმდებლობით“, „რეფერენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს და რეფერენდუმზე გამოაქვთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები“.
„რეფერენდუმის“ ჩატარების ინიციატივის დაყენება მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ამ შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფი სულ ცოტა 25 ადამიანისგან უნდა შედგებოდეს, „რეფერენდუმის“ მოთხოვნით კი მინიმუმ 10 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.
0
0