22/12/2023
20:27
კონფლიქტები
აღმოჩნდება თუ არა ბიჭვინთის აგარაკები პუტინის ხელში? - საოკუპაციო რეჟიმი კრემლისთვის წინასაახალწლოდ საჩუქარს ამზადებს. 180 ჰექტარი მიტაცებული ქართული მიწის ბედი ერთ კვირაში გაირკვევა, როცა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი საგანგებო სხდომას გამართავს. სხდომა სავარაუდოდ ხმაურის ფონზე ჩაივლის. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პროტესტისთვის ემზადება.
აგარაკების გადაცემა დღეს ე.წ. პარლამენტის ე.წ.-მა დეპუტატებმა გააპროტესტეს. დღეს მათ მოქალაქეებს 28 დეკემბერს, "პარლამენტის სხდომის" პარალელურად, ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდეს.
"კენჭისყრის დღეს უნდა შევკრიბოთ ხალხი. პარლამენტის წინ მოედანზე უნდა იყოს მიტინგი, რომელიც გააერთიანებს ყველა ადამიანს, განსხვავებული შეხედულებების მქონეს ერთი საკითხის ირგვლივ - ეს არის ბიჭვინთის აგარაკების თემა. აქ 9 ორგანიზაცია ვართ. თითომ რომ 150 ადამიანი გამოიყვანოს, უკვე საკმარისია. ეს არის ლეგიტიმური გზა" - თქვა "დეპუტატმა" თემურ გულიამ.
0
0