ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკორეალიზაციის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს
06/12/2023
13:15
კონფლიქტები
A-
+A
ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების რეალიზებაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
დაკავებული 1975 წელს დაბადებული სვიატოსლავ ოგარიოვია. ჩხრეკის დროს მას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ოგარიოვმა ნარკოტიკული საშუალება მეტადონი შეიძინა, რათა შემდეგ ის ოკუპირებულ აფხაზეთში გაეყიდა. ამისთვის მან სპეციალური სამალავებიც შექმნა. დე ფაქტო სამართალდამცველების ცნობით, დაკავებისას რუსეთის მოქალაქემ მათ წინააღმდეგობა გაუწია.
მეტადონის საერთო ოდენობამ 14,777 გრამი შეადგინა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ოგარიოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
0
0
240
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%