ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდი კვლავ ჩაკეტეს
12/11/2024
12:38
კონფლიქტები
A-
+A
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციამ კოდორის ხიდი კვლავ ჩაკეტა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოპოზიციამ სოხუმიდან გამომავალი სამივე ხიდი დაბლოკა.
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. მომიტინგეებმა სოხუმის სამივე ხიდი გადაკეტეს. საუბარია ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდებზე. დღეს დილით ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს დაკავებულების საათნახევარში გათავისუფლებას დაჰპირდნენ და ამ დაპირების სანაცვლოდ ხიდი დროებით განიბლოკა, თუმცა ისინი ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ.
0
0
66
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%