ოკუპირებულ აფხაზეთში დაუდგენელმა პირებმა ე.წ. დეპუტატის, ადგურ ხარაზიას სახლს ცეცხლი გაუხსნეს
25/12/2024
14:54
კონფლიქტები
A-
+A
ოკუპირებულ აფხაზეთში დაუდგენელმა პირებმა ე.წ. დეპუტატის, ადგურ ხარაზიას სახლს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა სოხუმის ცენტრში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ცნობებით, დაუდგენელმა პირებმა სახლს „მაზდას“ მარკის ავტომობილიდან გაუხსნეს ცეცხლი. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ე.წ. დეპუტატის სახლის გარშემო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდამსხმელებს ეძებს.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს ადგურ ხარაზიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც გადაიცვალა ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია, კან კვარჭია კი დაშავდა. თავად ხარაზია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
0
0
109
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%