15/05/2024
12:58
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ დღეს, 14 მაისს, გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "საქართველოს და აფხაზეთის მოქალაქე“ კახა მურადოვი გაგრაში ჯერ კიდევ 24 აპრილს დააკავეს.
მათი მტკიცებით, მურადოვის სახლის ჩხრეკისას "ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მიუთითებს მის კავშირზე საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაზე“, თუმცა ჩხრეკის გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია ამგვარ ტექნიკად 2 მობილური ტელეფონი.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, მურადოვი ცდილობდა აფხაზეთის მცხოვრებთა ჩართვას ფარულ საქმიანობაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებისთვის. აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, კახა მურადოვს, რომელიც 1994-1999 წლებში საქართველოს შსს-ში მუშაობდა, კონტაქტები ჰქონდა 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფებებთან, მათ შორის "მხედრიონთან" .
"მურადოვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილია ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც მიუთითებს მის მონაწილეობაზე საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაზე. ის ცდილობდა აფხაზეთის მაცხოვრებლების ჩართვას ფარულ სამუშაოებში, მათი აზრით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებიდან გამომდინარე. კითხვაზე, სად მალავდა მურადოვი ქართულ პასპორტს, მან უპასუხა, რომ ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა მათ სახელები არ დაუსახელებია“, - წერს Apsnypress-ი.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024