27/12/2022
11:35
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ე.წ.სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებული, ტყვარჩელის მკვიდრ, ბლოგერ, დაურ ბუავას ფსიქიკური აშლილობა აქვს.
როგორც ე.წ. უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო ფსიქიატრიულ ექსპერტთა კომისიის დასკვნის მიხედვით, ის ფსიქიკური აშლილობით არის დაავადებული – „ემოციურად არასტაბილური პიროვნული აშლილობა, იმპულსური ტიპი“, „მრავალჯერადი (მავნე შედეგებით) სინტეთიკური კანაბინოიდების გამოყენება”.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ბუავა აცნობიერებს თავის ქმედებებს და არ საჭიროებს იძულებით მკურნალობას.
16 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ დაურ ბუავამ საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი გამარტივებული წესით მიიღო.
დაურ ბუავა გასული წლის შემოდგომიდან თბილისში ცხოვრობს, და არის ახალგაზრდული მოძრაობა „ამრას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
2021 წლის ოქტომბერში ბუავამ “ტიკ ტოკში” გამოაქვეყნა ვიდეოები, რომლებიც, როგორც ე.წ. უწყებაში ამბობენ, მიმართულია „რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების საზიანოდ”.
0
0