ოკუპირებულ აფხაზეთში ასლან ბჟანიას იმპიჩმენტს ითხოვენ
12/01/2023
14:27
კონფლიქტები
A-
+A
ომი ვეტერანების პარტია „არუას“ წევრები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს დე ფაქტო პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდებენ. განცხადება „არუამ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც „არუას“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „პრეზიდენტმა“ არ შეასრულა ხალხისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული არც ერთი დაპირება და „ქვეყანა“ გლობალურ კრიზისში ჩააგდო.
ომის ვეტერანები აღნიშნავენ, რომ ვერაფერი აიძულებთ მათ, რომ თავიანთი პოზიციები შეცვალონ.
ისინი მოითხოვენ, რომ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პარლამენტმა ხალხს უფლება მისცეს შეცვალოს ძალაუფლება, რომელმაც იმედები არ გაამართლა და არც წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულა.
0
0
328
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%