19/08/2022
14:20
მსოფლიო
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში “აზოვსტალის” დატყვევებული დამცველების წინააღმდეგ საჩვენებელი „სამსჯავროს“ გამართვას გეგმავენ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო იუწყება.
მათივე ცნობით, ოკუპანტები სასწრაფოდ არემონტებენ მარიუპოლის ფილარმონიის შენობას. სცენაზე რუსები ამაგრებენ რკინის გალიებს, რომლებშიც დამცველებს მოათავსებენ.
„ამ ქმედებისთვის ერთგვარი „ლეგიტიმურობის“ სახის მისანიჭებლად, ოკუპანტები ამზადებენ სპეციალურად მომზადებულ „მოწმეებს“ და მოჰყავთ რაშისტული „მედიის“ წარმომადგენლები“, - აცხადებენ დაზვერვის სამსახურში.
მათივე შეფასებით, ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მიხედვით, რუსებმა, შესაძლოა, ობიექტზე მიზანმიმართული სარაკეტო შეტევა განახორციელონ. ასეთ შემთხვევაში, დამპყრობლები ტრადიციულად შეეცდებიან ეს ქმედება უკრაინას გადააბრალონ.
ცნობისათვის, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე 24 აგვისტოს აღინიშნება.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024