09/06/2022
13:14
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქალაქი სევეროდონეცკი დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება.
”ეს არის ძალიან სასტიკი ბრძოლა, ძალიან რთული. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ომის განმავლობაში. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ მიმართულებას იცავს. მრავალი თვალსაზრისით, იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი," - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ რუსი ოკუპანტები გეგმავენ, ოკუპირებული რეგიონების მათ შორის საქართველოს რეგიონების, საფეხბურთო გუნდები ფსევდოჩემპიონატისთვის გააერთიანონ.
"ოკუპანტებმა გამოაცხადეს აბსოლუტურად გიჟური ამბავი, რომ ისინი ემზადებიან ოკუპირებული ტერიტორიიდან - დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ხერსონიდან, მელიტოპოლიდან, ყირიმიდან და საქართველოს ნაწილიდანაც კი, საფეხბურთო კლუბები ფსევდო ჩემპიონატისთვის გააერთიანონ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0