ოფიციალურად! - ოლმო "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა
09/08/2024
19:21
სპორტი
A-
+A
ნახევარმცველი დანი ოლმო "ბარსელონამ" "ლაიფციგისგან" 55 მილიონ ევროდ შეიძინა, ექვსწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, მისი გამოსასყიდი ფასი კი 500 მილიონი იქნება.
"ლაიფციგმა" ბონუსების სახით შეიძლება კიდევ 7 მილიონი ევრო მიიღოს.
ოლმო გერმანულ გუნდში 2020 წლის იანვარში გადავიდა და მას შემდეგ კლუბში ყველა ტურნირზე 148 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა გააკეთა. გასულ სეზონში დანის ანგარიშზე ბუნდესლიგის 21 შეხვედრაში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
26 წლის ოლმო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
0
0
221
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%