28/08/2024
00:09
სპორტი
„ლივერპულმა” მიაღწია შეთანხმებას გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე – „ვალენსიას“ მეკარე 2025-26 წლების სეზონის დაწყებამდე „ენფილდზე“ გადადის – ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა:
„წითლებმა“ 23 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვით ის დარჩება ესპანეთში მიმდინარე სეზონის ბოლომდე, მომავალ ზაფხულში კი „მერსისაიდში“ გადმოვა.
ეს შედეგია ევრო 2024-ზე მამარდაშვილის შთამბეჭდავი თამაშის, სადაც საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა. ქართველი მეკარის 21 სეივი ჯგუფური ეტაპის სამი მატჩის განმავლობაში იყო ტურნირის ისტორიაში მეკარის მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგი.
მეკარე, რომელსაც ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში 21 მატჩი აქვს ჩატარებული, კიდევ ერთ სეზონს გაატარებს „ვალენსიაში“, სადაც 2021 წელს „დინამო თბილისიდან“ გადმოსვლის შემდეგ სამი წელია თამაშობს.
ამ დროისთვის მამარდაშვილმა ლა ლიგის გუნდის შემადგენლობაში 102 მატჩი ჩაატარა და 31-ჯერ კარი მშრალად დაიცვა (ყველა ტურნირზე)“, – წერია „ლივერპულის“ განცხადებაში.
0
0