05/08/2022
11:10
მსოფლიო
დღეს დილით ოდესისა და ჩორნომორსკის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული სამი გემი გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დღეს პორტებიდან გავიდა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების პირველი ქარავანი. სამ გემზე, Navi star-ზე, Rojen -სა და Polarnet-ზე 57 ათასი ტონა სიმინდია, რომელიც თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მიმართულებით მიდის“, - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გაეროსა და თურქეთის უსაფრთხოების გარანტიები იმუშავებს და უკრაინული პორტებიდან სურსათის ექსპორტს სტაბილური და ბაზრის ყველა მონაწილისთვის პროგნოზირებადი ხასიათი ექნება.
„ამისთვის, ვგეგმავთ უზრუნველვყოთ პორტების შესაძლებლობა, თვეში 100 ხომალდი დაამუშაონ. მიუხედავად იმისა, რომ „მარცვლეულის დერეფანი“ ამუშავდა ექსპორტის მიმართულებით, ჩვენი მიზანია, პორტების სრულმასშტაბიანი მუშაობაა ორივე მიმართულებით. ჩვენ ვიღებთ ხომალდების მფლობელების განაცხადებს, რომლებიც მზად არიან შემოვიდნენ ჩვენს პორტებში. რაც უფრო სწრაფად შევძლებთ გასული წლის 20 მილიონი ტონა მოსავლის ექსპორტზე გატანას და მივუბრუნდებით ახალს, მით უფრო სწრაფად გაუმჯობესდება სასურსათო ვითარება მსოფლიოში“, - განაცხადა მინისტრმა.
0
0