ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
10/10/2024
11:03
მსოფლიო
A-
+A
რუსეთმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიში მიიტანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო თერთმეტი დაშავდა.
უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ალექსეი კულებამ განაცხადა, რომ საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი. როგორც ალექსეი კულება ამბობს, ბოლო ოთხ დღეში ეს უკვე მესამე უცხოური გემია, რომელიც დაზიანდა.
რუსეთმა ასევე იერიში მიიტანა ზაპოროჟიეზეც, სადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია. თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
0
0
83
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%