10/10/2024
15:16
მსოფლიო
როკჯგუფ Oasis-ის წევრმა ლიამ გალაჰერმა გაამხილა, რატომ "არ სურთ" მას და მის ძმას ნოელს ინტერვიუების მიცემა ტურნეს გამართვამდე.
როგორც 52 წლის ლიამ გალაჰერმა X-ზე განაცხადა, "ჩვენ არ გვსურს ინტერვიუს მიცემა, რადგან მედიის გვეშინია, რომელიც შემაწუხებელ შეკითხვებს გვისვამს და ძმებს შორის ურთიერთობის გაკრიტიკებას ცდილობს.“
როგორც ცნობილია, ლეგენდალური როკჯგუფი Oasis-ი 2009 წელს დაიშალა. აგვისტოში, ძმებმა - ლიამმა და ნოელმა - ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ, ჯგუფის აღდგენა გადაწყვიტეს და მსოფლიო ტურნე დააანონსეს. Oasis-ის დაშლა წევრ ძმებს შორის კულუარულმა კონფლიქტმა გამოიწვია. ინციდენტი საფრანგეთში, Rock en Seine-ის ფესტივალზე ყოფნისას მოხდა.
როკჯგუფი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა, კონცერტებს აშშ-ში, კანადაში, მექსიკასა და ავსტრალიაში გამართავს.
0
0