ნურსულთან ნაზარბაევი: ამჟამად ყაზახეთის დედაქალაქში ვიმყოფები და ქვეყანა არ დამიტოვებია
18/01/2022
16:40
მსოფლიო
A-
+A
ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ყაზახეთის დედაქალაქში იმყოფება და ქვეყანა არ დაუტოვებია.
„2019 წელს უფლებამოსილება პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს გადავეცი და მას შემდეგ პენსიონერი ვარ. ამჟამად ყაზახეთის დედაქალაქში ვიმყოფები და ქვეყანა არ დამიტოვებია“, - აცხადებს ნურსულთან ნაზარბაევი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, ქვეყანაში განვითარებული არეულობების მიზანი ყაზახეთის მთლიანობის განადგურება იყო.
„ეს მოვლენები გვიჩვენებს, რომ დამოუკიდებლობას უნდა გავუფრთხილდეთ. სტაბილურობა და სიმშვიდე ყოველთვის იყო ჩემი მიზანი. ყველამ უნდა დავიცვათ ეს ღირებულებები. აუცილებლად გადავლახავთ ამ კრიზისს და უფრო ძლიერი გავხდებით“, - აღნიშნა მან.
ნურსულთან ნაზარბაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ელიტაში კონფლიქტი არ არის და ამის შესახებ გავრცელებული ჭორები უსაფუძვლოა.
0
0
407
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%