25/04/2023
09:02
კულტურა
ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაშოუ American Idol-ის 12 ფინალისტს შორისაა. ნუცას გამოსვლას აფასებს ზაზა შენგელია და ვრცელ სტატუსში აღნიშნავს, რომ “ნუცას გაუუქმეს VPN-ით და სხვა შემოვლითი გზებით მიღებული ხმები საქართველოდან და ევროპიდან”.
"ნუცას არ ეყო ხმები (მას გაუუქმეს VPN-ით და სხვა შემოვლითი გზებით მიღებული ხმები საქართველოდან და ევროპიდან) და ის ჟიურიმ თავისი კვოტით გადაიყვანა 12 ფინალისტს შორის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნუცა მომდევნო ტურებში რომ გავიდეს ამერიკელების კეთილგანწყობის მიმხრობა და მათი ხმების მოპოვება სჭირდება.
ამიტომ ყველამ გაითვალისწინეთ: ფორუმებზე ნუ დაწერთ უხამს, უხეშ და აროგანტულ კომენტარებს ამერიკელების პოსტების ქვეშ, პირიქით მაქსიმალურად გამოვხატოთ სითბო და მადლიერება მათ მიმართ. ეს არის ხალხი, რომელიც ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში დაეხმარა ერთი მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის უსიამოვნო ინციდენტი, რომელიც უნიჭო კარინა დიანჯელომ ნუცას “გაუჩალიჩა” დუეტების ტურში, მძიმე ტვირთად და რაც მთავარია უსამართლო ტვირთად მოჰყვება ნუცას, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს ვიზამთ…ამის გამოსწორება მხოლოდ ნუცას საუკეთესო გამოსვლებით და საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მხრიდან წარმოჩენით და ჩვენი კეთილგანწყობილი კომენტარებით შეიძლება," წერს შენგელია.
0
0