12/02/2023
01:26
კულტურა
ნუცა ბუზალაძე ცნობილ ამერიკულ შოუში „ამერიკის ვარსკვლავი“ მონაწილეობს, ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ, თავად მომღერალმა გაავრცელა.
მან კასტინგები წარმატებით გაიარა და ახლა ყველა 19 თებერვალს ელის, როცა ნუცას ბიზალაძის გამოსვლას მსოფლიო ნახავს.
წელს „ამერიკის ვარსკვლავის“ ჟიურის წევრები არიან, კეტი პერი, ლიონელ რიჩი და ლუკ ბრაიანი.
ამის პარალელურად, გამოცემა www.mjsbigblog.com “ამერიკული ვარსკვლავის“ შესახებ სპოილერს აქვეყნებს და საზოგადოებას აცნობს 12 გამორჩეულ მონაწილეს, რომელსაც მაყურებელი ახალ სეზონში იხილავს.
გამოცემა წერს, რომ ეს მხოლოდ სპოილერია, თუმცა უკვე ცნობილია,რომ სხვადასხვა შოუებში მონაწილეები და უამრავი წარმატებული პროექტის გამარჯვებულები, ამჯერად „ამერიკის ვარსკვლავის“ სცენაზე გამოვლენ.
მუსიკალურ ბლოგში საუკეთესოთა შორის, გამორჩეულად არის ნახსენები ნუცა ბუზალაძეც, რომლის ნამღერი რედიოჰედის ცნობილ სიმღერაზე Creep გამოცემამ, საუკეთესოდ მიიჩნია.
ბლოგის ავტორი წერს, რომ ქართველი მუსიკოსი ბევრი ცნობილი პროექტის გამარჯვებულია, მათ შორის „ახალი ტალღის“ ტრიუმფატორი, თურქული „ვოისის“ მონაწილე და დუბაიში გამართული კონკურსის Kenga Magjike-ის ვარსკვლავი.
წყარო: fortuna.ge
0
0