ნუ იკადრებთ იმას, რაც შეიძლება რომელიღაც პარტიის ძალიან ცუდ და ბოროტ პოლიტიკურ მიზნებში ხალხის აღსაშფოთებლად ჯდება - მამუკა მდინარაძე ტვ პირველს
03/11/2021
17:22
პოლიტიკა
A-
+A
„ნუ იკადრებთ იმას, რაც შეიძლება რომელიღაც პარტიის ძალიან ცუდ და ბოროტ პოლიტიკურ მიზნებში ხალხის აღსაშფოთებლად ჯდება“, - ამ სიტყვებით მიმართა ტვ პირველს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ტელევიზიამ არ უნდა იკადროს, სიტყვების იმგვარად დამახინჯება, რომელსაც, მერე პოლიტიკოსები გაიმეორებენ.
„ტვ „პირველს“ აუცილებლად უნდა ვუთხრა ერთი რამ - შეგიძლიათ მითხრათ, რომ მე პირადად ამ დღეების განმავლობაში, როდესაც ერთი ყველაზე პოპულარული მსჯავრდებულის, სისხლის სამართლის დამნაშავის შიმშილობასთან დაკავშირებით იყო საუბარი, სადმე სიტყვა სიკვდილი ან მსგავსი რამ ვახსენე? ან ასეთს ველოდები? არა ხომ? მსგავსი სიტყვა ან ფრაზა თუ მითქვამს როდისმე? ტელევიზიამ არ უნდა იკადროს სიტყვების იმგვარად დამახინჯება, რომელსაც, მოგონილ სიტყვებს მერე გაიმეორებენ პოლიტიკოსები და იტყვიან ისე, როგორც ჩემს ნათქვამს. ეს მორალურად ძალიან ცუდია.
0
0
338
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%