09/06/2023
21:56
სპორტი
როლან გაროსის ნახევარფინალში მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეიტინგის ესპანელი ლიდერი, კარლოს ალკარასი ოთხ სეტში, 6:3, 5:7, 6:1, 6:1 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირების ფინალში 34-ედ გავიდა.
შეხვედრის წინ ფავორიტად 20 წლის ესპანელი ითვლებოდა, თუმცა სერბმა თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა და პირველი სეტი 6:3 მოიგო. მეორე სეტში ალკარასმა რიტმი იპოვა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ტრავმა მიიღო, რამაც საკუთარი თამაშის ჩვენების საშუალება აღარ მისცა და ბოლო ორი სეტი მარტივად დათმო.
ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე როლან გაროსის ფინალში კასპერ რუდსა და ალექსანდრ ზვერევს შორის გამარჯვებული იქნება.
სერბს აქვს შანსი, საფრანგეთის ღია პირველობა კარიერაში მესამედ მოიგოს, ხოლო ჯამურად 23 დიდი სლემის ტურნირი დააგროვოს, რაც მას რეკორდსმენად აქცევს. ამჟამად ჯოკოვიჩსა და ნადალს 22-22-ჯერ აქვთ მოგებული დიდი სლემის ტურნირი.
0
0