18/01/2022
14:10
მსოფლიო
„სასამართლო მოსმენა პირდაპირ ეთერში გადაიცემა. გადაწყვეტილება შეიძლება მომავალ კვირას მივიღოთ - თუმცა, სასამართლო, სავარაუდოდ, მის [ბრეივიკის] მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე გასულ წელს, ოსლოს პროკურატურამ ბრეივიკის მოთხოვნა ვადამდელი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა.
ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახების მხარდამჭერმა ჯგუფმა განაცხადა, რომ „ზოგადად ამ შემთხვევასა და კონკრეტულად ტერორისტის შესახებ განცხადებების მოსმენა მძიმე ტვირთია გადარჩენილთათვის, მშობლებისთვის და ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაზარალებულთათვის“, - თქვა ჯგუფმა.
ანდერს ბერინგ ბრეივიკმა, რომელმაც სახელი ლეგალურად შეიცვალა და ფიოტოლფ ჰანსენი დაირქვა, 2011 წლის 22 ივლისს ოსლოში სამთავრობო ოფისებთან მდებარე სატვირთო მანქანა ააფეთქა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა. ამ ტერაქტს 69 ადამიანის (უმეტესობა მოზარდი) მკვლელობა მოჰყვა, რომლებიც კუნძულ უტოიაზე, ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის მიერ ორგანიზებულ ბანაკში იმყოფებოდნენ.
ბრეივიკის თქმით, მან ეს ადამიანები დახოცა, რადგან ისინი მულტიკულტურალიზმს ემხრობოდნენ და მასობრივი მკვლელობების მოტივად სხვა მემარჯვენე ექსტრემისტული და ანტიმუსლიმური შეხედულებები დაასახელა.
2012 წელს მას მაქსიმალური სასჯელი ნორვეგიაში - 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ოსლოს სასამართლომ, რომელმაც ექსტრემისტს თავდაპირველად განაჩენი გამოუტანა, დაადგინა, რომ მას სავარაუდოდ განზრაზული ჰქონდა, რომ კიდევ ჩაედინა მკვლელობები სასჯელის მოხდის შემდეგაც კი.
0
0