22/05/2022
10:39
სამხედრო
ნორიოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსის” კულმინაციური სწავლება ჩატარდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნის შემაჯამებელ ნაწილში ოცეულის მიერ დაგეგმილი შეტევა განხორციელდა, რომელშიც მოწინააღმდეგე ჯგუფი მონაწილეობდა.
„საველე სწავლება ფუჭი ვაზნებითა და საიმიტაციო საშუალებების გამოყენებით ჩატარდა. კურსი ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის (BMATT) ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ოფიცრები და სერჟანტები მონაწილეობდნენ.
წვრთნებს, რომელსაც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ საერთო საჯარისო ცენტრში უმასპინძლა, ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოთხ ფაზას მოიცავდა.
პირველ ეტაპზე სამხედროებმა თეორიული მომზადება გაიარეს, შემდეგი სამი ფაზა კი, საველე ოპერაციების შესრულებას დაეთმო. სწავლების მიზანს უმცროს ოფიცერთა და სერჟანტთა რგოლის გადამზადება და მათი ლიდერული თვისებების დახვეწა წარმოადგენდა“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
0
0