20/09/2022
14:04
კულტურა
ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით მხატვრულ ფილმს იღებენ. როგორც ირკვევა, ამჟამად მწერლის სამი მოთხრობა - "ბოშები“, "დადიანების ყანწი“ და "ღმერთო, რისი გულისთვის“ შეარჩიეს.
ფილმს, სლოგანით: "ფილმი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს“ რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი იღებს. ხოლო ფილმის პროდიუსერია ვალერი მელაძე.
მისი თქმით, ფილმის გადაღება 8 თვეა მიმდინარეობს და თვენახევარში უნდა დასრულდეს.
ფილმში მონაწილეობენ: ზურა და გიორგი ყიფშიძეები, ტრისტან სალარიძე, ბესო ბარათაშვილი, მაკა მახარაძე, ვანიკო თარხნიშვილი, როლანდ ოქროპირიძე, მონაწილეობს ასევე ყაზახი მსახიობიც, ბოშა ოქსანას როლს კი უკრაინელი ოლია დუმოვა ასრულებს.
გადაღებები მიმდინარეობს გურიაში (ჩოხატაური, ნაბეღლავი), ასევე თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
0
0