ნიუ-იორკში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა
10/01/2022
11:21
მსოფლიო
A-
+A
ნიუ-იორკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვია. ბრონქსის ოლქში მდებარე 19-სართულიან კორპუსში ხანძარი, კვირას, ადგილობრივი დროით, 11:00 საათზე გაჩნდა.
ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის, განცხადებით, „დაშავდა 63 ადამიანი, მათგან 32 საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია“.
ხანძრის ჩასაქრობად 200-მდე მეხანძრე გაიგზავნა. წინასწარი ვერსიით, ხანძარი გაუმართავმა ელექტროგამათბობელმა გამოიწვია.
ნიუ-იორკის გუბერნატორმა ინციდენტს "ტრაგედიის ღამე" უწოდა და გადარჩენილების მხარდასაჭერად მსხვერპლთა კომპენსაციის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
ბრონქსის ოლქში მუსლიმი ემიგრანტების დიდი ნაწილი ცხოვრობს. ხანძრის შედეგად დაზარალებულთაგან ბევრი ემიგრანტი აშშ-ში გამბიიდან ჩავიდა.
რამდენიმე დღის წინ კი, ფილადელფიაში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი, მათ შორის რვა ბავშვი, ემსხვერპლა.
0
0
428
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%