12/11/2024
20:26
მსოფლიო
ნიუ იორკის მოსამართლემ დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი შეაჩერა.
ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
საუბარია პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე.
5 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებისა და 2025 წლის იანვარში ინაუგურაციის გამო პროკურორებმა ნიუ იორკის მოსამართლეს, ხუან მერჩანს პროცესის შეჩერება სთხოვეს.
პროკურორების თქმით, ტრამპმა სთხოვა მოსამართლის ოფისს, დათანხმებულიყვნენ სასამართლო პროცესის შეჩერებაზე. მოსამართლე ხუან მერჩანმა საქმის ყველა პროცესი 19 ნოემბრამდე შეაჩერა. როგორც მედია წერს, ამ ვადამდე პროკურორებმა მოსამართლეს უნდა მიაწოდონ ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ იმოქმედებს ტრამპის პრეზიდენტად არჩევა შესაძლო სასჯელზე.
0
0