ნინო სალუქვაძემ თავის მეათე ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
02/08/2024
12:47
სპორტი
A-
+A
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე დღეს ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენი ქალთა შორის (10 ოლიმპიადა) ნინო სალუქვაძე გამოვიდა. მან პნევმატური იარაღით 25 მეტრი დისტანციიდან სროლაში მიიღო მონაწილეობა. ქართველი ფინალში ვერ გადავიდა და პარიზში ასპარეზობა დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ნინო ოლიმპიადაზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის საკვალიფიკაციოშიც გამოვიდა და ფინალის საგზური ვერც მაშინ მოიპოვა.
ქართველ ლეგენდარულ სპორტსმენს ოლიმპიადებზე თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ოქრო და ვერცხლი 19 წლის ასაკში 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე მოიგო, ხოლო ბრინჯაოს მედალი – 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე.
0
0
252
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%