10/06/2024
11:53
სამართალი
აქტივისტი, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკო მანაგაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან თავს დაესხნენ, მოწმის სახით გამოიკითხა. პროკურატურას მისთვის დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ მიუნიჭებია.
"მოწმის სახით დამიკითხეს იმ საქმეზე რომლის მსხვერპლიც ვარ სინამდვილეში. ამიტომ მითხრეს, რომ არ მაქვს უფლება ვიცოდე რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და ასე შემდეგ, შესაბამისად, არ მითხრეს დაზუსტებით, დაუშვათ არის თუ არა კამერების ჩანაწერები ამოღებული. მივყვები ფორმალურ პროცედურებს, ჩაიბარეს ის ტანსაცმელი, რომელიც მეცვა უშუალოდ თავდასხმის დღეს და აღენიშნება სისხლის ლაქები, მოხდა დეტალური გამოკითხვა, ვისაუბრე იმაზე რაც მოხდა უშუალოდ იმ დღეს და რაც უძღოდა ამას წინ", - ამბობს მანაგაძე.
0
0