05/10/2024
00:10
არჩევნები 2024
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთი ვიდეოს რეკლამაში 7 000-დან 8 000 აშშ დოლარამდე დახარჯა. აღნიშნულის შესახებ თავად მელიას ფეისბუქ-გვერდის რეკლამების მონაცემებშია მითითებული.
როგორც რეკლამის შესახებ დეტალებიდან ხდება ცნობილი, ნიკა მელიამ თანხა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ყრილობაზე მისი სიტყვით გამოსვლის ამსახველი ვიდეოს დაფინანსებაში გადაიხადა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ძალის სახელი, თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს არის საქართველოს ისტორიის შემდეგი თავი და მისი სახელი, სადაც მრავალსუბიექტიანი კოალიციური მმართველობა დაიწყებს რეალურ, სისტემურ, ევროპულ ცვლილებებს. მოვიკრიბოთ ყველა შინაგანი ძალა და მივიდეთ 26-ში, გამარჯვებისთვის!" - ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024