11/11/2021
00:51
პოლიტიკა
მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან, რომ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე - ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გვარამიამ ბრიფინგზე აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკშილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ადვოკატის თქმითვე, სააკაშვილის საკითხი პრიორიტეტზეა აყვანილი და საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას.
„დღეს დილით მიხეილ სააკაშვილის დაცვის საერთაშორისო გუნდმა გააგზავნა მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელსაც უნდა განეხილა ეს საკითხი 24 საათში. მოთხოვნა იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით სახელმწიფოს დავალდებულება - 24- საათიანი ვადა მორჩა 4 საათში, ჩვენ ერთი საათის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან, სადაც ვკითხულობთ, რომ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მხარეებს მოგვეცა გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად. ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.
სასამართლო მიხეილ საკაშვილს მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა, მოწოდებით ის აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების მითოლოგიური განცხადებები და კლოუნადა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შიმშილობს, ამოწურულია. სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს ამჟამინდელი მდგომარეობა სააკაშილის ჯანმრთელობის შესახებ და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშრებით გლდანის #18 დაწესებულებაში. ამასთან, სტრასტბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა ციხეში და ზოგადადაც. ასევე შეახსენა, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა, რომ მისი ადეკვატური რეაბილიტაცია, მკურნალობა და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი. ასევე დაგვევალა ჩვენ, რომ ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და 24 ნოემბერს კიდევ ერთხელ ეს ინფორმაციები შეჯერდეს და კვლავ იმსჯელებს სასამართლო იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. სასამართლო ასევე ახსენებს სახელმწიფოს, რომ მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად“, - განაცხადცა ნიკა გვარამიამ.
0
0