13/01/2024
10:35
სპორტი
ლიეტუვას ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში გათამაშდა მედლების მეორე კომპლექტი მამაკაცებს შორის.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა და ზედიზედ მეორედ, 1-ლი ადგილი დაიკავა ფრანგმა მოციგურავემ ადამ სიაოჰიმ ფამ, მეორე ადგილზე, ესტონეთის ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად გავიდა ესტონელი სპორტსმენი ალექსანდრე სელევკო, ხოლო ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა იტალიელმა სპორტსმენმა მატეო რიცომ.
ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე ორი პროგრამის ჯამში 233,16 ქულით 25 ქვეყნის 32 სპორტსმენს შორის მე-7 პოზიციაზე აღმოჩნდა, რითაც გაიმეორა წინა წლის ევროპის ჩემპიონატის შედეგი და საქართველოს მეორე საგზური მოუტანა მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად.
0
0