11/01/2024
00:17
სპორტი
ქართველმა მოციგურავე ნიკა ეგაძემ ლიეტუვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მე-10 ადგილი დაიკავა. 21 წლის სპორტსმენმა, რომელსაც ეთერ თუთბერიძე წვრთნის, პროგრამის შესრულებისას შეცდომები დაუშვა და მსაჯებისგან 77 ქულა მიიღო, რაც საკმარისი აღმოჩნდა თავისუფალ პროგრამაში კვალიფიკაციისთვის.
მოკლე პროგრამის გამარჯვებული კი კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ადამ სიო ჰიმ ფა გახდა, რომელმაც 94,13 ქულა მიიღო. კაცები თავისუფალ პროგრამას 12 იანვარს შეასრულებენ.
მანამდე ტურნირზე მოკლე პროგრამა სპორტულმა წყვილებმა შეასრულეს, პირველი ადგილი ქართულმა წყვილმა - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ დაიკავეს.
ხვალ შეჯიბრში უკვე ქალები ჩაერთვებიან, მათ შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი - საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა, სპორტულ წყვილებში კი გამარჯვებული გამოვლინდება.
0
0