ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნიდერლანდები მხარს დაუჭერს რუსებისთვის ვიზების აკრძალვას
30/08/2022
16:25
მსოფლიო
A-
+A
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ ვოპკე ჰუკსტრას განცხადებით, ნიდერლანდები მხარს დაუჭერს რუსებისთვის ვიზების აკრძალვას.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოლანდიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ გვსურს, განვასხვავოთ ერთმანეთისგან რუსეთის სახელმწიფო და მისი მოქალაქეები, მაგრამ ამავე დროს, ვხედავთ, რომ აქ ჩამოსულთა უმეტესობა მდიდარი რუსები არიან, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში კავშირი აქვთ რეჟიმთან“, – განაცხადა ჰუკსტრამ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალური შეხვედრა დღეს პრაღაში გაიმართება, რომელზედაც განხილვის ერთ-ერთი საკითხი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტა იქნება.
0
0
279
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%