08/11/2024
11:06
მსოფლიო
ნევადას შტატში ფოსტით გაგზავნილი ათასობით ბიულეტენი ბათილად ცნეს. ამის მიზეზი ბიულეტენზე არსებული ამომრჩევლის ხელმოწერის რეგისტრაციისას დაფიქსირებულ ხელმოწერასთან შეუსაბამობა იყო, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ნევადას შტატის მდივან ფრანსისკო აგილარზე დაყრდნობით იუწყება.
აგილარის თქმით, მას შემდეგ, რაც ნევადაში შემოიღეს ამომრჩეველთა ავტომატური რეგისტრაცია, შტატის მცხოვრებლები უფრო ხშირად აწერენ ხელს ციფრულ ეკრანებზე. აგილარი აცხადებს, რომ მათზე ხელმოწერა შეიძლება, სხვანაირად გამოიყურებოდეს, ვიდრე ქაღალდზე არსებული ხელმოწერა.
„ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტების თქმით, საქმე ეხება ათასობით ამომრჩეველს.
როგორც ნევადას სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ძირითადი პრობლემა შეექმნათ ახალგაზრდა ამერიკელებს, რადგან „მათ არ აქვთ მკაფიო ხელმოწერა.“ თუმცა, მან დააზუსტა, რომ პრობლემები შეექმნათ არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც და ასევე მათ, ვინც ცოტა ხნის წინ დაქორწინდა და გვარი შეიცვალა.
ნევადას ხელისუფლებამ დაიწყო უარყოფილი ბიულეტენების „გასწორების“ პროცედურა. ამისთვის ისინი ცდილობენ, დაუკავშირდნენ ამომრჩევლებს და სთხოვენ ხელმოწერის დადასტურებას. თუმცა, ამ შემთხვევაში წარმოიშვა სხვა პრობლემა – ახალგაზრდები ჩვეულებრივ არ პასუხობენ ზარებს უცხო ტელეფონის ნომრებიდან. აგილარის თქმით, მისი ოფისი იძულებულია, ამომრჩევლებს ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნოს. შტატის მდივანმა განაცხადა, რომ 12 939 ბიულეტენი უკვე „გასწორებულია“.
0
0