27/11/2022
16:06
სამართალი
„ორი შესაწირი ყუთია წაღებული, ნეტავ ყუთი წაეღოთ და მეტი არაფერი მომხდარიყო“ - განაცხადა მედიასთან ცხრამუხის მონასტრის წინამძღვარმა. დეკანოზმა მიქაელ ელიაძემ დაშავებული მონაზვნის შესახებაც ისაუბრა. მისივე თქმით, დამნაშავეებმა მონასტრიდან ორი შესაწირი ყუთი წაიღეს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, სტაბილურია, მეტი არაფერი არ ვიცი. ინტენსიურ პალატაშია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი არაფერი არ სჭირს. ტაძარში ვარ, ღვთისმსახურება მქონდა ამ დილით, ახლა ნათლობას ვიწყებ, ალბათ ხვალ ან ზეგ წავალ და ვნახავ. ორი შესაწირი ყუთია წაღებული. ნეტავ ყუთი წაეღოთ და მეტი არაფერი არ მომხდარიყო. ჩემი ხელით გავატანდი ორივეს“,- განაცხადა დეკანოზ მიქაელ ელიაძემ.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირი შეიჭრა. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ჯგუფური ყაჩაღობისა და გაუპატიურების მუხლით 2 პირია დაკავებული.
წყარო: rustavi2.ge
0
0