09/10/2024
12:14
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანი „ღაზას მსგავსად“ შესაძლო განადგურების საფრთხის შესახებ გააფრთხილა და განაცხადა, რომ “ჰეზბოლას” მოკლული ლიდერის ჰასან ნასრალას "შემცვლელი“ და ახალი „შემცვლელიც“ ასევე მოკლულია.
„ჰეზბოლა“ ახლა უფრო სუსტია, ვიდრე ის მრავალი წლის განმავლობაში იყო. თქვენ გაქვთ ლიბანის გადარჩენის შესაძლებლობა, სანამ ის ხანგრძლივი ომის უფსკრულში ჩავარდება, რაც ქვეყნის განადგურებას და ადამიანების ტანჯვას გამოიწვევს - ზუსტად ამას ღაზაში ვხედავთ“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
როგორც Al Jazeera წერს, „ჰეზბოლას“ ლიდერის მოადგილემ ნაიმ ქასემმა თქვა, რომ დაჯგუფება არ დაუშვებს ისრაელის ჩრდილოეთში დაბრუნებას.
სამხედრო ექსპერტ ელია მაგნიერის თქმით, ნაიმ ქასემი "ჰეზბოლას სპიკერი" გახდა და, როგორც ჩანს, ტერორისტულ დაჯგუფებას ის "აკონტროლებს".
”ეს მისი მეორე გამოჩენაა ლიბანში ომის დაწყების შემდეგ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. [ქასემი] უფრო თავდაჯერებული ჩანს და „ჰეზბოლას“ მშვიდად აკონტროლებს“, - განუცხადა მაგნიერმა Al Jazeera-ს.
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024