03/08/2022
16:47
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელის, ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაივანიდან გაფრინდა.
ვიზიტის ფარგლებში ნენსი პელოსი დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ აშშ-ის კონგრესის ხუთ წევრთან ერთად, ტაივანის ხელმძღვანელობას შეხვდა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელი აზიის ქვეყნებში ვიზიტებს აგრძელებს და ტაივანის შემდეგ სამხრეთ კორეაში, შემდეგ კი იაპონიაში ჩავა.
ნენსი პელოსი გახდა ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც ტაივანს ბოლო 25 წლის განმავლობაში ესტუმრა. ჩინეთმა პელოსის ვიზიტი დაგმო და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს სერიოზულ ზიანს აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში.
პეკინმა პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს პელოსის ვიზიტის საპასუხოდ და აღნიშნა, რომ მისგან გამომდინარე შედეგები აშშ-ს და სეპარატისტული „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ძალების პასუხისმგებლობა იქნება.
0
0