20/01/2022
10:47
მსოფლიო
„პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან მკაფიო იყო: თუ ნებისმიერი რუსული ძალები უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ, ეს იქნება განახლებული შეჭრა და ამას მოჰყვება აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეების მხრიდან სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი.
ხანგრძლივი გამოცდილებიდან პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე იცის, რომ რუსეთს აქვს აგრესიული ქმედებების ფართო კრებული, რომელიც სამხედრო მოქმედებების გარდა, მოიცავს კიბერთავდასხმებს და ნახევრად სამხედრო ტაქტიკებს. დღეს მან დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ აქტებს მოჰყვება გადამწყვეტი, შესაბამისი და ერთიანი პასუხი“, – ნათქვამია ჯენ ფსაკის განცხადებაში.
ამგვარად, თეთრმა სახლმა განმარტა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ პრესკონფერნციაზე გაკეთებული განცხადება, რომელსაც აშშ-სა და უკრაინაში კრიტიკა მოჰყვა. კერძოდ, ბაიდენმა აღნიშნა, რომ სადამსჯელო ზომები რუსეთის შეჭრის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული. წუხელ გამართული პრესკონფერენციის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის „მცირე შეჭრას“ შესაძლოა, მოჰყვეს ნაკლები რეაგირება, ვიდრე ფართომასშტაბურ ინტერვენციას.
0
0